Sunday, October 4, 2009

1. პროექტის სახელი: ყურძენი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ყურძნის წარმოშობის ისტორიას, ყურძნის ჯიშებს, ყურძნის უალკოჰოლო და ალკოჰოლიან პროდუქტებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ყურძნის ჯიშებს, ყურძნის უალკოჰოლო და ალკოჰოლიან პროდუქტებს (ბადაგი, ჩურჩხელა, ფელამუში, ტკბილი კვერი, ღვინო და სხვა). მოიძიებენ ქართული ყურძნის იშვიათ მივიწყებულ და უნიკალურ ჯიშებს. განიხილავენ საქართველოს კუთხეების მიხედვით ყურძნის დამუშავების ტექნოლოგიებს ნაირსახეობების მიხედვით. ისაუბრებენ ქართული ღვინის მნიშვნელობაზე და ღვინოზე, როგორც ღვთისმსახურების მნიშვნელოვან ელემენტზე.
4. მონაწილეთა ასაკი: 12-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 20.10.2009-20.12.2009
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, დისკუსიას გამართავენ მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრებს განათავსებენ ბლოგზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას შეისწავლიან და გაეცნობიან ყურძნის ნაირსახეობას და წარმოების ტექნოლოგიებს სხვა და სხვა კუთხეში. დაეუფლებიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს. შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეომასალას, ბლოგს მოძიებული მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და შეისწავლიან ყურძნის ნაირსახეობებსა და მათი დამუშავების ტექნოლოგიებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - ეთნოგრაფიულ დონეზე შეისწავლიან ტრადიციებსა და წესჩვეულებებს.
გეოგრაფია - შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება - ინტერნეტში მასალების მოძიება, დამუშავება, პრეზენტაციის მომზადება, ბლოგის შექმნა.
12. პროექტის ფასილიტატორი:
შორენა დათიაშვილი.
თბილისის 30-ე საჯარო სკოლა
საინფორმაციო მენეჯერი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
shorenadatiashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://yurdzeni.blogspot.com

No comments:

Post a Comment